24 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
სახელმწიფოზე არის უპრეცედენტო ზეწოლა უცხოელი ელჩების და არასამთავრობოების მხრიდან - ლევან ვასაძე

„თბილისი პრაიდის“ ღონისძიების პარალელურად, ლევან ვასაძის მხარდამჭერები მსვლელობას აწყობენ. ისინი ადგილზე მისვლას და ღირსების მარშის მსვლელობისთვის ხელის შეშლას გეგმავენ. თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ამას მშვიდობიანი ფორმით, კომბლების გარეშე, გააკეთებენ.

„ჩვენი მისია, ჩვენი მიზანი არის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში არეულობა. ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩვენი მომხრე, ჩვენ მოვუწოდებთ წესრიგისკენ, სახელმწიფო გადმოვიდა ხალხის მხარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ პრაიდი არ ჩატარდება. უბრალოდ, ვხედავთ, რომ ჩვენ სახელმწიფოზე არის უპრეცედენტო ზეწოლა უცხოელი ელჩების და არასამთავრობოების მხრიდან, რომლებსაც ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.

არაფერი დასამალი არ გვაქვს, ყველაფერი ღია არის. დღეს რომ გამოვაცხადეთ, რომ სხვენში კომბლები, მოვიდნენ და შეამოწმონ, იქ დევს კომბალი და არ ჩამოვიღებთ, სანამ რომელიმე მთავრობა აისევ არ გაუბედავს ამ სისულელეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

დღის ამბები