25 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
დონეცკში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების საქმე - ნიდერლანდების ხელისუფლებამ ბრალი 4 პირს წაუყენა 

ნიდერლანდების ხელისუფლებამ დონეცკში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდებისთვის 4 პირს მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენა. იგორ სტრელკოვი, სერგეი დუბინსკი და ოლეგ პულატოვი რუსები არიან. მეოთხე ბრალდებული - ლეონიდ ხარჩენკო კი, უკრაინელია. ოთხივე პირზე  დაკავების ორდერი გაიცა.

იგორ სტრელკოვი, იგივე იგორ გირკინი, საგამოძიებო ჯგუფ "Bellingcat-ის  მიერ გამოქვეყნებულ 11-კაციან სიაშიც ფიგურირებს. დასახელებული პირები უკრაინის სპეცსამსახურის მიერ მოპოვებული საუბრის ჩანაწერებში ფიგურირებენ.

გამოცემა "Bellincat"-მა  ასევე დაადგინა, რომ ბუკის სისტემა რუსეთიდან უკრაინაში  დონეცკელმა სეპარატისტებმა რუსული სპეც-ბატალიონის "Восток"-ის  დახმარებით შეიტანეს. "Восток"-ი მოსკოვის ბრძანებას ასრულებდა და ჩამოგდების შემდეგ შავი ყუთების დამალვას შეეცადა.

მალაიზიური სამგზავრო ბოინგი დონეცკში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ამ ტრაგედიას 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი ემსხვერპლა.​

დღის ამბები