19 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
ასამბლეას, რომელსაც გახსნამდე კრიტიკა მოჰყვა, ზაქარია ქუცნაშვილი მნიშვნელოვანს უწოდებს

ასამბლეას, რომელსაც ჯერ კიდევ გახსნამდე მწვავე კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანს უწოდებს ზაქარია ქუცნაშვილი. "ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებით, ამ ღონისძიების ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ საქართველომ მართლმადიდებელ სამყაროს გააგებინოს, რა დანაშაული ჩაიდინა რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში. 

მისი თქმით, ასამბლეის თემა არის პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შეფასებაში, რაც მნიშვნელოვანი საკითხია. 

„თემა გენერალური ასამბლეის გახლავთ პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შეფასებაში. თემა ძალია ამბიციურია, ვთქვათ, რაში გამოიხატება პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შეფასებაში იმიტომ, რომ მსოფლიო სავსეა პრობლემებით და, სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა ანალოგიური გვაწუხებს ჩვებს. ამიტომ, დისკუსია გვექნება თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს პარლამენტარიზმმა ამ თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკური შინაარსის პრობლემების გადაწყვეტაში,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები