19 ოქტომბერი 2019,   22:40
ვრცლად
გეიაღლუმი არ ჩატარდება, სახალხო მღელვარება იქნება გარდაუვალი - სანდრო ბრეგაძე

"თბილისის პრაიდის" მონაწილეების მისამართით მათი მხრიდან მუქარის შეტყობინებების გაგზავნას გამორიცხავენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები. თუმცა აქვე პირობას დებენ, რომ ღირსების მარში არ ჩატარდება და ყველა ფორმით ამას ხელს შეუშლიან.

მოძრაობა ”ეროვნულების” თავმჯდომარე, სანდრო ბრეგაძე, რომელიც შეკრებილებს შეუერთდა, პრაიდის მონაწილეებისთვის არასასიამოვნო სიურპრიზსაც აანონსებს.

„არ არსებობს, თუნდაც ერთი პროცენტი იმისა, რომ საქართველოში გეიაღლუმი ჩატარდეს. საქართველო დარჩება ერთადერთ ქრისტიანულ ქვეყანად, სადაც გეიაღლუმი არ ჩატარებულა. დარწმუნებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ, სიურპრიზს ვერ გაგიმხელთ, უბრალოდ სახალხო მღელვარება იქნება გარდაუვალი,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

დღის ამბები