19 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
ნევადაში მატარებელი, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა

უბედური შემთხვევა ნევადაში - მატარებელმა, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, ავარია განიცადა. ლიანდაგიდან შემადგენლობის 22 ვაგონი გადავიდა. შედეგად რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე საწვავი და მცენარეული ზეთი დაიღვარა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაიკეტა შტატის ერთ-ერთი მთავარი გზატკეცილი.

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ვაგონები, რომლებსაც საბრძოლო მასალა გადაჰქონდათ, არ დაზიანებულა. მაშველებს ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები