24 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია რელიგიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - პრეზიდენტი

რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია რელიგიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ? - ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აკეთებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში ამას მართმადიდებლობასთან კავშირი არ აქვს.

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!! აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები