20 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
"რადიკალებმა დაიკავეს პარლამენტი" - სერგეი გავრილოვი “Instagram“-ზე პოსტს აქვეყნებს

რადიკალებმა დაიკავეს პარლამენტი - ამ სტატუსით აქვეყნებს სერგეი გავრილოვი პოსტს “Instagram”-ის  სოციალურ ქსელში. რუსი დეპუტატი წერს, რომ რამდენიმე წუთში ინტერნეტმომხმარებლების მიერ “Facebook” -ზე  ასობით რადიკალური ანტირუსული განცხადება გაჩნდა. მისი თქმით, სტატუსები ცისარტყელის დროშების ფონზე იდება. 

რუსი დეპუტატი სტატუსს თან ურთავს პარლამენტში გადაღებულ ფოტოს, რომელშიც ის თავმჯდომარის სავარძელში ზის. ეს პოსტი მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში იდო, მის გვერდზე და, სავარაუდოდ, მოგვიანებით ის ავტორმა თავად წაშალა.

„Риа Новости“-სთან  საუბარში კი, გავრილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს და ასამბლეის მუშაობა უახლოეს ორ საათში განახლდება.

დღის ამბები