მე არ მინდა, რომ ჩემი პარლმენტის შენობაზე ფრიალებდეს რუსეთის დროშა - ხატია დეკანოიძე მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ოპოზიცია რუსი დეპუტატების საქართველოში ყოფნას აპროტესტებს და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს.
„საქართველოს პარლამენტის შენობაში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, პარლამენტის სპიკერის ადგილას ზის დუმის დეპუტატი გავრილოვი. ოპოზიციამ არ დაუშვა, რომ ეს სხდომა ჩაეტარებინა. ახლა გახარიას, კობახიძის და ივანიშვილის ბრძანებით, აიძულებენ პოლიციას, რომ დაიცვას გავრილოვი, ასევე ჩვენგან საქართველოს პარლამენტის შენობა.
ვისაც ეს ქვეყანა ტკივა, ვისაც ჯერა, რომ საქართველო უკან რუსეთში არ უნდა შევიდეს, მოვიდეს და დაადგეს ჩვენ გვერდით. მე არ მინდა, რომ ჩემი პარლმენტის შენობაზე ფრიალებდეს რუსეთის დროშა. ვისაც არ უნდა მოვიდეს აქ და დადგეს ჩვენ გვერდით. ჩვენს ქვეყანაში ჩვენი შვილები თავისუფლებაში უნდა გაიზარდონ, ამიტომ დღეს 7 საათზე გელოდებით ყველას პარლამენტთან“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.