23 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
ბიძინა, მოთმინების ფიალა ავსებულია, უკვე მოღალატეების რიგში დადექი - გუბაზ სანიკიძე

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. საქმე ეხება რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გახსნას.

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ რუსეთმა ქვეყნის ოკუპაცია უკვე მესამედ სცადა და ამჯერად, ამას ხელი დღევანდელმა მთავრობამ შეუწყო.

„ვიხილეთ ის, რისიც ყველაზე უფრო გვეშინოდა ჩვენ. ჩვენი ქვეყნის მესამეჯერ ჩაბარება ოკუპანტზე და ამის ავტორი არის დღევანდელი ხელისუფლება. რაც ჩვენ, ვნახეთ, ეს არის ჩვენთვის ბოლო მესიჯი, ფიალა არის ავსებული უკვე, ქართველი ერის მოთმინებას საზღვარი აქვს,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც ეხმაურება, რომელმაც დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს დაუშვებელი უწოდა. სანიკიძის თქმით, მას არ სჯერა, რომ ივანიშვილმა პარლამენტში რუსი დეპუტატების ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.  

„ბიძინა, დამთავრდა ფიალა, მოთმინების ფიალა ავსებულია უკვე, მოღალატეების რიგში დადექი უკვე, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ყორღანაშვილს ღირსეული მემკვიდრე ხარ. მოგიწოდებთ მოქალაქეებს, ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა, ყველა ქალაქში, დასახლებულ პუნქტში, გამოდით და დადექით მუნიციპალიტეტების წინ. საქართველოს სჭირდება გადარჩენა, იმიტომ, რომ დაგემილია სპეცოპერაცია, რომელიც გულისხმობს ქართული სახელმწიფოს მესამეჯერ და საბოლოო განადგურებას,“ - განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძემ მოსახლეობას 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

დღის ამბები