20 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
თქვენი სიჩუმე, თქვენი მხრიდან თვალის დახუჭვა, ხელ-ფეხს გაუხსნის ივანიშვილს, ჩაიდინოს ღალატი - ოქრუაშვილის მიმართვა ხელისუფლებას

თქვენი სიჩუმე, თქვენი მხრიდან თვალის დახუჭვა, ხელ-ფეხს გაუხსნის ივანიშვილს, ჩაიდინოს ღალატი - ირაკლი ოქრუაშვილი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პარლამენტთან დაანონსებულ აქციაზე მივიდნენ.

ოქრუაშვილი ასევე მოუწოდებს პოლიციას, ნუ შეუშლის ხელს საქართველოს მოქალაქეებს, გამოხატონ პროტესტი იმ ფაქტზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა.  

„თქვენი სიჩუმე, თქვენი მხრიდან თვალის დახუჭვა, რაც ქვეყანაში მოხდა, კიდევ უფრო გაუხსნის ხელ-ფეხს ივანიშვილს, ღალატი ჩაიდინოს. თქვენი პასიურობა იქნება ამ ქვეყნის მოღალატეების წისქვილზე წყლის დასხმა. მოგმართავთ, მოდით შვიდ საათზე პარლამენტთან, მივმართავ პოლიციას, ნუ შეუშლით ხელს მოქალაქეებს გამოხატონ აზრი, გააპროტესტონ, რაც ქვეყანაში ხდება,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.

დღის ამბები