18 ივლისი 2019,   20:13
ვრცლად
სოფელ ერგნეთთან რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა

სოფელ ერგნეთთან რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. საფრენმა აპარატმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ერთი წრე გააკეთა და გაფრინდა.

რუსული ვერტმფრენი ადგილობრივებმა შეამჩნიეს. 

„მთავრობა რომ უპატრონო გვყავს, ან ვერტმფრენი გადმოიფრენს, ან კიდევ რაღაცა გადმოიფრენს. რაც მოხდა, ის არ გვაკმარეს და კიდევ რაღაცას გვემუქრებიან,“- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.  

მომხდარი "რუსთავი2"-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ვერტმფრენმა ფრენა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განახორციელა.

"ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში,"-აცხადებენ სუსში

ფოტო: არქივიდან

დღის ამბები