18 ივლისი 2019,   20:16
ვრცლად
„ცოტა ხანში პუტინს რუსთაველის გამზირზე პარადს ჩააბარებინებენ ​“ - ლევან სამუშია

„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია ხელისუფლებას რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოყვანის გამო აკრიტიკებს. მისი განცხადებით, თუ ხალხი ამის პრეცედენტს დაუშვებს, მომავალში რუსთაველზე პარადს რუსეთის პრეზიდენტი ჩაიბარებს.

სამუშიას განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით უმრავლესობამ ხელი მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილზე არ უნდა შეიხოცოს და პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა უნდ აიღოს.  

„რუსულმა ოცნებამ დღეს გაგვიბედა  და დაგვასვა თავზე პუტინის წარმომადგენელი. არ გამოვრიცხავ, ჩვენ თუ ეს გავუტარეთ, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა ხანში პუტინს  პარადს ჩააბარებინებენ რუსთაველის გამზირზე. დღეს ბოდიშის მოხდა, თითქოს მათ არ იცოდნენ საიდან მოვიდნენ, შემოფრინდნენ ამ შენობაში? ახლა პასუხისმგებლობას იღებენ და ერთ სამარცხვინო ზაქარია ქუცნაშვილზე უნდათ გადატეხონ ... არა, დღეს ყველა ზაქარია ქუცნაშვილია და მარტო ზაქარია ქუცნაშვილს ნუ შეახოცავენ,“- განაცხადა ლევან სამუშიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ დღევანდელი დღე ეროვნული ღალატის დღედ მოიხსენია. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ყველამ ერთად უნდა დაასრულოს.

„ ეს არის ეროვნული ღალატის დღე და ეს ეროვნული ღალატი ხელისუფლებად წოდებულ მთვარობას არ უნდა შერჩეს. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველოს პარლამენტში იბოგინოს მტერმა და ოკუპანტმა და რუსთაველის გამზირზე მოგვიწყონ ოკუპაცია. ყველამ უნდა ვუთხრათ ივანიშვილს, რომ დასრულდა მისი რეჟიმი. ეს არის მოღალატეობრივი ოლიგარქის რეჟიმი, რომელსაც ქართული საზოგადოება არ შევარჩენთ,“- განაცხადა  შენგელიამ.

დღის ამბები