14 ოქტომბერი 2019,   11:03
ვრცლად
"ფაქტობრივად ჩვენ ვიხილეთ უხეში ძალა, რომელიც იჯდა ამ ტრიბუნასთან“ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოვიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ამბობს, რომ რუსი დეპუტატი 2013 წელს, იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც ქვეყანაში ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდი იყო და ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ამბობს, რომ მაშინ, ქვეყანაში გავრილოვის შემოშვებას, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პროტესტი მოჰყვა.  

„გავრილოვი არის ძალიან კარგად ნაცნობი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. იციან, რომ ის არის სპეცსამსახურის აგენტი, იციან, რომ ის არის დამნაშავე საქართველოს წინაშე, მონაწილეობდა აფხაზეთში საომარი პროცესების დროს, იქ და რაღაც წვლილი მიუძღვის მას, მაგრამ პირველი შეხება გავრილოვს საქართველოსთან ჰქონდა 2013 წელს, ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდში. მაშინ, საქართველოს პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი, რუსეთ-საქართველოს საფეხბურთო მატჩზე, ბიძინა ივანიშვილმა შემოუშვა გავრილოვი საქართველოში. მას მოჰყვა უმკაცრესი პროტესტი მიხეილ სააკაშვილისა. განაცხადა, რომ ეს იყო დიდი შეურაცხყოფა ერისათვის და მეორე, გარდა შეურაცხყოფისა და მორალური მხარისა, ეს იყო სახიფათო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

 

 

დღის ამბები