19 ივლისი 2019,   21:47
ვრცლად
უკან დასახევი გზები უნდა ჩავხერგოთ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას - ნიკა მელია

პარლამენტის დარბაზში პროტესტი გრძელდება. ოპოზიცია არ აპირებს პოზიციების დათმობას და გეგმავს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი ბოლომდე მიიყვანოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კობახიძეს მოუწოდებს გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

„ხელისუფლებამ დღეს რუსეთის დროშა ააფრიალა. რუსეთის დროშით შემოვიდნენ, გავრილოვის წამოსკუპება კი არ არის პრობლემა, ორი ხელი და ორი ფეხი კი არ აქვს, ბატონო, პუტინია. პუტინი დასვეს, პუტინს დაუკრეს ტაში და პუტინს გაახსნევინეს სხდომა.

ამ ბიჭების საფლავებზე ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, ანწუხელიძის, შინდისის გმირების ფოტოსურათებია, ამ ადამიანებს ებრძოდა და ესროდა, ომში იყო ჩვენთან. ეს ის საკითხია, რომ უკან დახევა არ იქნება. უკან დასახევი გზები უნდა ჩავხერგოთ, როდესაც საქმე ექნება ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჰიმნს, დროშას, ეს ან გაქვს და ან არა გაქვს. ვხედავთ, რომ გვართმევენ და ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ. მეორე მხრივ, ის მტერი, რომელიც დღეს აქ იყო შემოსული, საკადრისად დავსაჯოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის განცხადებით, ეროვნული მიზეზით 100 ათასობით ადამიანი გამოვა და ხელისუფლებას როგორც პოლიტიკური, ასევე ფიზიკური პასუხი გაეცემა.

დღის ამბები