24 ივლისი 2019,   07:24
ვრცლად
"სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ შეადგინა ეს პროტოკოლი" - ემზარ კვიციანი ასამბლეაზე 

"სასწრაფო უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ შეადგინა ეს პროტოკოლი, შეცდომა იყო ეს უბრალოდ თუ შეგნებული პროვოკაციის მოსაწყობად იყო ეს ყველაფერი“ - ეს განცხადება ემზარ კვიციანმა გააკეთა.

დეპუტატის თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დღის წესრიგში დეტალურად იყო გაწერილი, ვინ უნდა უნდა გაძღოლოდა სესიას. შესაბამისად კვიციანს აინტერესებს, დღეს მომხდარი ფაქტი, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას პროტოკოლის მიხედვით დაჯდა, თუ ეს იყო პროვოკაცია.  

„წეღან ოკუპაცია მოახდინეს პარლამენტის, უცხო ხალხი, არა პარლამენტარები შემოცვივდნენ და კაციშვილმა ხელი არ მოკიდა. ფალავანდიშვილ რატომ უნდა იჯდეს. ორმაგი სტანდარტებია. ოდნავ პატრიოტიზმი თუ ვინმეს სცხია, ყველა ციხეში და გამყიდველებმა კიდევ პარლამენტს შემოარტყეს ალყა. თქვენც იმათ უჭერთ მხარს, ამიტომ არ ხართ სანდო ხალხი... ეს არის შედეგი კოჰაბიტაციის, ბიძინამ მოგვახვია თავზე,  ამ კოჰაბიტაციის შედეგია ეს, რომელიც ბიძინამ დასვა იქ, რომ ნაციონალებისთვის ყალბი იმიჯი შეექმნა. ჩვენ უკვე ქართველები ვხვდებით ყველაფერს რაც ხდება. არ გახსოვთ, ივანოვი რომ ჩამოვიდა და პრეზიდენტად დაგვისვეს იქ გამყიდველი სააკაშვილი? იგივე მომენტია. მე ნაციონალებსაც თავის სათქმელი ვუთხარი და გავრილოვსაც თავის სათქმელი ვუთხარი, იქაც მივუვარდი მე. სწორედ რომ მოსკოვიდან იმართება ეს ყველაფერი, რაც დღეს პარლამენტში ხდება. პარლამენტში საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო, მარგამ სასწრაფო უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ შეადგინა ეს პროტოკოლი, შეცდომა იყო ეს უბრალოდ თუ შეგნებული პროვოკაციის მოსაწყობად იყო ეს ყველაფერი“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ემზარ კვიციანმა განცხადება ვერის ბაღში გააკეთა, სადაც მან და ადა მარშანიამ გურამ ფალავანდიშვილის დაკავება გააპროტესტეს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, ტერიტორია ცოტა ხანია, დატოვეს. 

 

 

დღის ამბები