14 ოქტომბერი 2019,   03:56
ვრცლად
რედიოსნთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული - აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების გამოსვლას ელოდებიან 

სასტუმრო „რედისონთან“ პოლიციელების დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა. აქციაზე მყოფების ინფორმაციით, რამდენიმე წუთში უნდა მოხდეს სერგეი გავრილოვის და რუსეთის დუმის სხვა დეპუტატების გაყვანა. რედისონის უკანა მხარეს, სადაც ავტომობილები დგას არის ესკორტის მანქანაც.

პოლიციელთა რიცხვიც სასტუმრო რედისონთან მას შემდეგ გაიზარდა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობიდან სასტუმროსთან გადაინაცვლეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გავრილოვის და სხვა რუსი დეპუტატების ავტომობილებს მაშინ გაატარებენ, თუ მიმართულება აეროპორტი იქნება და ისინი ქვეყანას დატოვებენ. აქციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებიან. მათ შორის არის პოეტი კოტე ყუბანეიშვილი და მსახიობი კახა გოგიძე. ისინი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისა და რუსული ოკუპაციის გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. 

„სახლში შემოგიძვრა, პარლამენტში შემოგიძვრა. შემოგიძვრა, მართლმადიდებლობის ფარს ამოეფარა, დაგავიწყდათ დავით და კონსტანტინეს, ჩვენი წმინდანების გვარები რომ ამოთხარეს და ათრიეს, მაშინ არ იყვნენ ერთმორწმუნეები. გამოდი და დადექი და თქვი, რომ შენი დედა მოვტ..ან რუსეთო,“ - განაცხადა გოგიძემ.

დღის ამბები