18 ივლისი 2019,   20:17
ვრცლად
კობახიძე უნდა გადადგეს, თუ არადა მაშინ დადგება ცვლილების საკითხი - ბესელია

პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობის შემდეგ ეკა ბესელია თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტთან მივიდა. ადგილზე იმყოფება ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც ამბობს, რომ რუსი დეპუტატების პარლამენტში შეშვება ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო.

„ვფიქრობ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ აქტში მიიღო მონაწილეობა,“-აცხადებ კვაჭანტირაძე.

ეკა ბესელია კი ამბობს,რომ მისი მოთხოვნა ძალაში რჩება და პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. 

„ერთი წამი ეჭვი არ მეპარებოდა,რომ ირაკლი კობახიძე ვიდრე მორიგ პოლიტიკურ სკანდალში გაეხვეოდა და მორიგ სიბეცეს ჩაიდენდა მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. მე ამ საკითხს ვაყენებდი და ახლა კიდევ უფრო პრინციპულად ვაყენებ, უნდა დატოვოს თანამდებობა, შეუძლებელია პარლამენტს ჰყავდეს ასეთი უღირსი თავმჯდომარე, რომელიც ვერ ერკვევა ვინ არის ქვეყნის მეგობარი და ვინ მტრულად განწყობილი,სასწრაფოდ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება,თუ არ მიიღებს ჩვენ უნდა დავიწყოთ იმპიჩმენტის პროცედურა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი მგრძნობიარე საკითხებით თამაში არ შეიძლება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული,რომ თუ ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დადგეს.

„ადრეც ვუთხარი ეს ბიძინა ივანიშვილს, არ შეიძლება ეს ყმაწვილები თამაშობდნენ სახლობანას. კობახიძე უნდა გადადგეს, თუ არადა მაშინ დადგება ცვლილების საკითხი,ცვლილებების აუცილებლობას ვხედავ, ადრე მოხდება თუ გვიან ეს უნდა მოხდეს, “-აცხადებს ეკა ბესელია.  

დღის ამბები