22 სექტემბერი 2019,   06:41
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სასტუმროს ცენტრალური გასასვლელისკენ გადაინაცვლეს. მათი ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატებო ცენტრალური გასასვლელიდან გაიყვანეს.

სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. პოლიციას დავით ქაცარავა გაკავებული ჰყავს და სავალ გზაზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

სამოქალაქო აქტივისტებს ამ დრომდე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსი დეპუტატების გაყვანას, მათ შორის, გავრილოვის გაყვანა უკანა გასასვლელიდან იგეგმებოდა.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პარლამენტისკენ მიემართებიან. რუსთაველის გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ. მათ სამართალდამცავებიც მიჰყვებიან.

დღის ამბები