11 დეკემბერი 2019,   09:13
ვრცლად
ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ და არა დიპლომატიური ქაჯობით მოვაჩვენოთ საზოგადოებას თავი -  ქუცნაშვილის შეფასება პროტესტამდე 

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტამდე ზაქარია ქუცნაშვილი პრობლემას ვერ ხედავდა იმ ფაქტში, რომ რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა და სხდომა მიჰყავდა. საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკასაც კი, ქუცნაშვილი ცინიკურად პასუხობდა და დიპლომატიურ ქაჯობას უწოდებდა.

ის ამ შეფასებით ქუცნაშვილი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის და თამარ ჩუგოშვილის ფეისბუქ პოსტებს გამოეხმაურა. 

„მე არ მაქვს უფლება კომფორტით ან დისკომფორტით ვიხელმძღვანელო. პოლიტიკოსი თუ ამით ხელმძღვანელობს, ის არ არის ეროვნული პოლიტიკოსი, ის არ არის სამშობლოსთვის მებრძოლო პოლიტიკოსი. ქართველებმა ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ და არა ფეიკ ნუსებით ან დიპლომატიური ქაჯობით მოვაჩვენოთ საზოგადოებას თავი. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ პოლიტიკოსს არ აქვს ფუფუნება იყოს სუსტი და კომფორტით ან დისკომფორტით იხელმძღვანელოს. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ და არა სადღაც რომ რუსს დავინახავთ, უნდა გავნადგურდეთ და იზოლაციონაზმისკენ გავიქცეთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დღის ამბები