18 ივლისი 2019,   03:26
ვრცლად
ადამიანების, ვინც არასასურველად ითვლებიან, უკრაინაში არ უშვებენ - უკრაინის დელეგაციის წევრი რუს დეპუტატებთან დაკავშირებულ პროტესტზე 

მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის უკრაინელი მონაწილეები, დღეს საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სესიის წაყვანის მცდელობას, ოპოზიციის პროტესტი და რუსი დეპუტატების სესიის დარბაზიდან გაძევება მოჰყვა. 

უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელთა შეფასებით, ქვეყნისთვის არასასურველი ადამიანები ხელისუფლებამ არ უნდა შემოუშვას, შემოშვების შემთხვევაში კი სცენარი სხვანაირად უნდა განვითარდეს.

მათი თქმით, უკრაინაში ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იმ სამსახურებს ეკისრებათ, ვინც ვალდებულები არიან შეისწავლონ ადამიანების ბიოგრაფია.

„უკრაინის სასაზღვრო სამსახური ქვეყანაში არ უშვებს არასასურველ ადამიანებს. ამიტომ ეს სასაზღვრო სამსახურის საქმეა. თუ ქართველმა მესაზღვრეებმა ეს ადამიანები შემოუშვეს ქვეყანაში, გამოდის, რომ ისინი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ სია გვაქვს იმ ადამიანების, ვინც არასასურველად ითვლებიან უკრაინაში და მარტივია არ უშვებენ“, - განაცხადა განაცხადა უკრაინის დელეგაციის წევრმა.

პროტესტის ფონზე სერგეი გავრილოვმა სასტუმრო „რედისონის“ შენობა უკვე დატოვა. რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები კი ჯერჯერობით თბილისში რჩებიან. მათი განცხადებით, ისინი საქართველოში სხვა რეისით ჩამოფრინდნენ, ბილეთები უკვე გადაცვალეს და მას შემდეგ დაბრუნდებიან მოსკოვში, რაც ფრენის შესახებ თანხმობას მიიღებენ.

დღის ამბები