19 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
„წაბილწეს ჩვენი პარლამენტი, თავმჯდომარის სკამზე იჯდა გავრილოვი“ - გიორგი კანდელაკი

„წაბილწეს ჩვენი პარლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა ბატონი გავრილოვი“ - ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა პარლამენტში განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტი და გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავება გააპროტესტა.

„წაბილწეს ჩვენი პარლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა ბატონი გავრილოვი, რომლის ბიოგრაფიაშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთში, ომის მიმდინარეობის დროს, ის იყო აფხაზეთში და ცხადია, რომ არა ტურისტად. მაშინ, როცა აფხაზეთში იღუპებოდა ათასობით ჩვენი მოქალაქე, ბავშვები, რომ იყინებოდნენ სვანეთის უღელტეხილებზე, მაშინ იქ იყო ეს ადამიანი და მისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა არის შეურაცხყოფა, მაგრამ მთავარი პრობლემა, შენობა კი არ არის, არამედ ამ ადამიანების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

დღის ამბები