20 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
აგვისტოს ომის გმირების დედები ამას არ გაპატიებთ, დღეს უიარაღო ომი იყო საქართველოში - ვახტანგ გზირიშვილის დედა

ამას არ ვაპატიებ, გმირების დედები ამას არ აპატიებენ - ამის შესახებ აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედამ "კურიერთან" განაცხადა.

მარინა გზირიშვილი ამბობს, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს ღონისძიება დაგეგმა და ვინც საქართველოს მტრებს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაუთმო.

"დღეს უიარაღო ომი იყო საქართველოში, დღეს ჩამოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩვენი ქვეყნის მტერი.

რატომ არ უნდათ შეიგნონ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ჩემი ჩვენი საქართველოს მტერია. არანაირი რუსეთი, არანაირი მორიგება, არანაირი ლაპარაკი, რისთვის იომეს ჩვენმა შვილებმა, ძმებმა, მეუღლეებმა, იმისთვის შეაჩერეს რუსული ჯარი 2008 წელს, რომ ამ ზოგიერთმა ვითომ პოლიტიკოსებმა, სამშობლოს მოღალატეებმა სახლში შემოგვიყვანეს უკვე, სახლში დაგვისვეს, მე ამას არ ვაპატიებ. ეს ყოვლად დაუშვებელია.

იმათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც უშუალოდ მოიწვია რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში, ვინც გაუმზადა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი,“-განაცხადა მარინა გზირიშვილმა.

დღის ამბები