საქართველოს მოქალაქეებს ამ ხელისუფლებამ, ღირსება შეგვიმოწმა - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე.
მისი თქმით, აქციაზე შეკრებილი არიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები და იცავენ თავისუფლებას. ნინო გოგუაძე კალაძის განცხადებას სასაცილოს უწოდებს და აცხადებს, რომ მოღალატე პრორუსული ძალები აუცილებლად დამარცხდებიან.
„მინდა ვუთხრა კალაძეს, რომ სწორედ მისმა გუნდმა მოგვაყენა დარტყმა ჩვენ, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. რასაკვირველია ფორმალურად პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა პარლამენტში არის ირაკლი კობახიძე, მაგრამ გვესმის, რომ კობახიძე არ არის მთავარი გამტარი ამ ქვეყანაში. კობახიძე უნდა გადადგეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ,რომ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია რაც მოხდა,“-აცხადებს ნინო გოგუაძე.
გოგუაძე ასევე საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამბობს, რომ მთავარი პასუხისმგებელი პირი ბიძინა ივანიშვილია.