20 აპრილი 2024,   08:42
ვრცლად
გავრილოვი პარაშუტით ჩამოსვა ვინმემ პარლამენტში? - ბაქრაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

გავრილოვი პარაშუტით ჩამოსვა ვინმემ პარლამენტში? - დავით ბაქრაძე პარლამენტში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ბაქრაძე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ.

ოპოზიციის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის დელეგატები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა შემოეშვათ.

„გავრილოვი იმ დარბაზში პარაშუტით ჩამოსვა ვინმემ? თუ გვირაბით ამოვიდა. გავრილოვი საქართველოში ჩამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, არ შემოუშვათ ეს კაცი საქართველოში. „ქართულმა ოცნებამ“ ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვი, ამიტომ საზოგადოება ხელისუფლების ამ ტყუილ ბოდიშს არ მიიღებს. ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს აქციაზე, მე მოსული ვარ როგორც რიგითი ქართველი, რომლის ეროვნული თავმოყვარეობა შეილახა“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს, ასევე ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას.

დღის ამბები