24 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
პუტინმადიდებლები არიან, კრემლმადიდებლები და რუსმადიდებლები - ლაშა ბუღაძე რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მწერალი, ლაშა ბუღაძე შეუერთდა. აქციაზე მისულმა ბუღაძემ განაცხადა, რომ რუსეთი მართლმადიდებლობით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„არ უნდა დავიბნეთ, როდესაც გველაპარაკებიან მართლმადიდებლობაზე, ესენი მართლმადიდებლები კი არა, პუტინმადიდებლები არიან, კრემლმადიდებლები და რუსმადიდებლები და საქართველო კი  ევროპული ქვეყანაა,“ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობა რუსი დეპუტატების თბილისში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

რამდენიმე საათის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს. ისინი საქართველოს დღეს დატოვებენ.

დღის ამბები