23 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
გურამ ფალავანდიშვილი გათავისუფლეს

გურამ ფალავანდიშვილი გათავისუფლეს. ის სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი 5 ივლისამდე გადაიდო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფალავანდიშვილის დაკავების მიზეზი განმარტა. უწყების ცნობით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა.

ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები