19 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
„საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ძალის გამოყენებით გამოგვაძევა პარლამენტის ეზოდან - "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ 

საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი რუსულ ოკუპაციას, საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას აპროტესტებენ,

საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებს არ უშვებენ. „კურიერის“ ჟურნალისტს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. კორესპონდენტი, თამარ ბაღაშვილი და ოპერატორ გიორგი კვიწინაძე სამართალდამცველების აგრესიის მსხვერპლი მას შემდეგ გახდნენ, რაც ისინი პარლამენტის ეზოში სამართალდამცველების მობილიზებას იღებდნენ. კორესპონდენტი ვარაუდობს, რომ შსს სწორედ ამ კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენებამ გააღიზიანა. 

სამართალდამცველებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

„საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვაჟა სირაძე პირდაპირი ჩართვის დრო მოვიდა, ძალის გამოყენებით, ფიზიკური დაპირისპირებით გამოგვაძევა პარლამენტის ეზოდან,“ - აღნიშნა თამარ ბაღაშვილმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ ჰქონდა აკრედიტაცია, თუმცა სამართალდამცველებმა მუშაობის საშუალება არ მისცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები