19 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
პოლიტიკური ოკუპაცია და მწვავე პროტესტი - საქართველოს პარლამენტიდან რუსი დეპუტატები ქართველმა ოპოზიციონერებმა გააძევეს

პოლიტიკური ოკუპაცია საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომასთან ერთად დაიწყო. სერგეი გავრილოვი, რომელიც ამ ასამბლეის პრეზიდენტია, მისთვის გამოყოფილ ადგილას, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსდა და სხდომა რუსულ ენაზე მიმართვით გახსნა.

გულთბილად მასპინძლობა ოკუპანტისთვის, რომელიც დღემდე მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და ამას ხმაც მისცა რუსულ დუმაში, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ გამოუვიდათ. გავრილოვის დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაყვანა პროდასავლურმა ოპოზიციამ მოითხოვა. 

საქართველოს დროშაშემოხვეული ელენე ხოშტარია ოპოზიციის წევრებთან ერთად დარბაზში შევიდა და ის ტრიბუნა დაიკავა, საიდანაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს, დილიდან რუსი დეპუტატი მოძღვრავდა.

პროდასავლური ოპოზიციისთვის ხელის შეშლა ჯერ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, შემდეგ ადა მარშანიამ სცადა. ოპოზიცია სხდომის დასრულებას და რუსი დეპუტატების გაძევებას კატეგორიულად ითხოვდა. პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგობამ მიზანს მიაღწია, ორგანიზატორებმა სხდომის გაგრძელება, რუსმა დეპუტატებმა კი დარბაზში შესვლა ვეღარ გაბედეს და სხდომაც შეწყდა.

პირველმა ოცნების პოზიცია მდინარაძემ განმარტა, თქვა, რომ არ იცოდნენ, თუ სხდომას პრო რუსი დეპუტატი წაიყვანდა.  პარალელურად, საპროტესტო ტალღა პარლამენტის გარეთ და შიგნით იმატებდა. 

პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხისმგებლობის აღება „ევროპულმა საქართველომ“ მოსთხოვა და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას დაპირდა.  

ოპოზიციის წევრების ნაწილი ამ განცხადების შემდეგ გარეთ, აქციის მონაწილეების შენობაში შესაყვანად გამოვიდა, თუმცა დაცვის სამსახურმა ისინი უკან აღარ შეუშვა. პარლამენტის დარბაზში დარჩენილი ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

დუმის დეპუტატის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავების გამო დაწყებული პროტესტი რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიან აქციაში გადაიზარდა.  

დღის ამბები