25 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
ფიანდაზები რუსი დეპუტატებისთვის - დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძე ღონისძიების დაგეგმვაში ჩართული იყო

ფიანდაზების დაფენა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რუსეთის დუმის დეპუტატებისთვის პროტოკოლით იყო გაწერილი. დოკუმენტში, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლური ასამბლეის სამუშაო გეგმას ასახავს, წერია, რომ სტუმრებს, რომელთა შორისაც შორისაც ოკუპანტი სახელმწიფოს დელეგაციაც იყო, სხვადასხვა დარბაზების კიბეებზე ფიანდაზები გაუფინეს და ასე მიიღეს.

ფიანდაზებგამოვლილი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ირაკლი კობახიძის სავარძელში რომ შემთხვევით არ აღმოჩენილა, ამის მტკიცებულება მართლმადიდებლური ასამბლეის სამუშაო გეგმის დოკუმენტია. 

გეგმის მიხედვით, 20 და 21 ივნისს პარლამენტის დარბაზში პრეზიდიუმის ცენტრში არსებული ტრიბუნიდან, სხდომის თავმჯდომარის ადგილიდან არსებული პერსონალური კომპიუტერების აღება უნდა მომხდარიყო. ანუ, პარლამენტში ასამბლეის გამართვის პარალელურად, ასამბლეის წამყვანისთვის ადგილი სწორედ კობახიძემ გაათავისუფლა. დოკუმენტს, რომელიც 28 პუნქტისგან შედგება ხელს პირადად პარლამენტის თავმჯდომარე აწერს.

თუმცა, მმართველი გუნდი დღეს იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პროტოკოლით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესახებ ინფორმირებული არ იყო. თუმცა ოპოზიციას აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა დოკუმენტზე მაშინ ირაკლი კობახიძის ხელმოწერა, რომელიც თავის სურვილით უთმობდა სავარძელს ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს.  

რუსი დეპუტატების და მათი უცხოელი კოლეგების მასპინძლობისთვის საქართველოს ხელისუფლებამ 61 ათასი ლარი დახარჯა, ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ხვალ დაგეგმილი იყო მცხეთაში რესტორან "გუჯარში" დიდი მიღება.
დოკუმენტით, რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს, ის ავალებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოუყოს დაცვა ჩამოსულ სტუმრებს, მათ შორის რუს დეპუტატებს და უზრუნველყოფს ისინი ტრანსპორტით. 

 

 

დღის ამბები