20 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
პარლამენტთან შეხლა-შემოხლის დროს "კურიერის" ჟურნალისტი დაშავდა

პარლამენტთან შეხლა-შემოხლის დროს კურიერის ჟურნალისტი დაშავდა. ქეთა ციცქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პარლამენტთან მუშაობის დროს მიაყენეს.

პარლამენტთან სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ამ წუთებში კი ვითარება უკიდურესაც დაძაბულია.

მოქალაქეები ცდილობენ, რომ პარლამენტის ეზოში შევიდნენ, თუმცა, სამართალდამცავები პოზიციების დათმობას არ გეგმავენ.

დღის ამბები