25 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია - აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევენ 

პარლამენტთან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად პარლამენტის ეზოში შესვლას ცდილობენ, თუმცა, სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

შეხლა-შემოხლის გამო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კურიერის ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს.

დღის ამბები