25 აპრილი 2024,   13:10
ვრცლად
არ არის უსაფრთხო სიტუაცია - სსდ-ს უფროსი ჟურნალისტების პარლამენტიდან აძევებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ჟურნალისტებს პარლამენტიდან აძევებს.

მისი თქმით, უსაფრთხო სიტუაცია არ არის და გარეთ გასვლისკენ მოუწოდებს.

„დეპუტატის გარდა, ყველა გარეთ გაბრძანდით. არ არის უსაფრთხო სიტუაცია, ასე, რომ მიბრძანდით გარეთ... სიტუაცია უნდა დავაწყნაროთ,“ - ამბობს ჩუბინიძე.

დღის ამბები