22 ოქტომბერი 2019,   11:33
ვრცლად
ძალადობა მიუღებელია და მას ექნება ადეკვატური პასუხი - პრემიერი

„რაც დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ, არის სრულიად მიუღებელი ჩვენი ერისთვის,“ - ეს განცხადება, პრემიერმა გააკეთა.

მამუკა ბახტაძე, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება, მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ მოქალაქეების ქმედებებმა ნეგატიური ემოცია გამოიწვია საზოგადოებაში.

ბახტაძის შეფასებით, აქცია თავიდან სამშვიდობო პროტესტის ხასიათს შეიცავდა, თუმცა, ბოლო ორი საათის განმავლობაში, ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

„ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა, ნაციონალურმა მოძრაობამ, საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას,“ - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ნაციონალური მოძრაობა დისონანსის შეტანას ცდილობს, რაც აქამდე არ გამოუვიდა.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, პოლიტიკურ მცდელობასთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში... საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა, ჩვენ ძალადობას არასდროს შევურიგდებით. სამართლიანი პროტესტი და გულწრფელი პროტესტი, დიახ, ამას ჰქონდა ადგილი, დღესაც აქვს ადგილი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში.... ძალადობა არის მიუღებელი და მას ექნება ადეკვატური პასუხი,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები