25 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
"აგერ დამთავრდა ივანიშვილის და გახარიას ქალიშვილობა" - ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ აქციები არ შეწყდება

„7 წელი ივანიშვილმა თავის წარმოდგენებში ქალიშვილობა რომ ინახა აგერ დამთავრდა ივანიშვილის და გახარიას ქალიშვილობა,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ ოპოზიციის ლიდერებს შეხვედრა შესთავაზა. უგულავა ამბობს, რომ გახარიასთან და პრემიერთან შეხვედრაზე აპირებდნენ მისვლას, თუმცა პარლამენტში მათ შესვლამდე გაზი გაუშვეს.

„რისი გულისთვის?- გავრილოვის გულისთვის ხალხს ესროლა ტყვიები და გაზი,“-აცხადებს გიგი უგულავა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათ ხალხს ჰკითხეს, შესულიყვნენ თუ არა პრემიერთან და ვიცე პრემიერთან შეხვედრაზე და მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ დათანხმდნენ შს მინისტრთან და პრემიერთან შეხვედრაზე.

„იმის სიმამაცეც არ ეყოთ, რომ შევსულიყავით და გვეთქვა ჩვენი მოთხოვნები, ხალხი აღარ დაიშლება აქედან,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები