19 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
აქციის დარბევისას პარლამენტთან 17 სამოქალაქო პირი და 31 სამართალდამცველი დაშავდა 

აქციის დაშლისას, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 17 სამოქალაქო პირი, 31 სამართალდამცველი. მათგან მხოლოდ 4-ს ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

ინგოროყვას კლინიკაში ათამდე სამოქალაქო პირი იყო მიყვანილი, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მიმღებში კიდევ რამდენიმე მოქალაქე შეიყვანეს.

ადგილზე მოქმედი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრები მივიდნენ. დავით სერგეენკოსა და ეკა ტიკარაძის თქმით, ისინი დაშავებულებს მოინახულებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები