რუსთაველის გამზირზე, სასულიერო პირი მივიდა. მან სპეცდანიშნულების რაზმთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას პოლიციელებმა არ მისცეს. სასულიერო პირმა სამართალდამცველებს მიმართა, შეწყვიტონ აქციის მონაწილეების მისამართით სროლა, რადგან ადამიანების დიდი რაოდენობა დასახიჩრებულია.
"ხალხი არის დასახიჩრებული, რატომ გვესვრით, აღარ ისროლოთ" - მიმართა პოლიციის მაღალჩინოსნებს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.
სასულიერო პირის მიმართვაზე პოლიციელებს რეაგირება არ ჰქონიათ.