19 აგვისტო 2019,   02:31
ვრცლად
ხელისუფლებამ გამოავლინა ძალადობრივი სახე და ამ ხელისუფლება არ აქვს უფლება მართოს ქვეყანა - გოცირიძე

ხელისუფლებას არ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება დარჩეს ხელისუფლებაში - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ და გადაწყვეტენ რა მოთხოვნები ექნებათ სამომავლოდ. გოცირიძე ამბობს, რომ მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარისა და შს მინისტრის გადადგომა საკმარისი აღარ არის, რადგან ხელისუფლებამ ძალადობრივი სახე გამოავლინა.

„მიდის პირდაპირი ნადირობა ადამიანებზე. ასეულობით დაჭრილი და დაზიანებული ადამიანები კლინიკებში არიან მოთავსებული. გვქონდა იმედი, რომ კრიზისი განმუხტვა შესაძლებელი იყო პოლიტიკური გზით. განვაცხადეთ,რომ უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე, მისი გადაყენებაც კი არ მოინდომა ხელისუფლებამ.

ხელისუფლებამ ჩაიდინა არნახული დანაშაული. ამ ბარბაროსობის შემდეგ დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას უკვე. ხელისუფლებამ გამოავლინა ძალადობრივი სახე და ამ ხელისუფლება არ აქვს უფლება მართოს ქვეყანა.

ვიკრიბებით, სადაც არიან პოლიტიკური ლიდერები და გადავწყვეტთ როგორი გეგმები იქნება ხვალიდან. ხელისუფლებას აღარ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი დარჩეს ხელისუფლებაში,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები