19 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
როგორც ჩანს, პუტინს აჩვენებენ თავგახეთქილ ადამიანებს - ოპოზიციის ლიდერები აქციების გაგრძელებას აანონსებენ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ აქციებს არ შეწყვეტენ. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებაზე ხელი აღმართა და ეს მათ არ შერჩებათ.

„ჩვენ აღარ შევწყვეტთ ამ აქციებს, ხალხის აღარც გვკითხავს. ეს არის მოქალაქისა და ხელისუფლების დაპირისპირება. ხელისუფლებას თავი დაიმარხა.

სამჯერ უნდ გააფრთხილონ დემონსტრანტები, სანამ სპეცტექნიკას გამოიყენებენ. სახეში შემოგვასხეს გაზი,“-ამბობს ვაშაძე.

კანონგარეშე ქმედებას უწოდებს გიორგი ვაშაძე დღეს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს. ვაშაძე ამბობს, რომ რჩება შთაბეჭდილება ხელისუფლებამ პუტინს აჩვენა საკუთარი დაშავებული მოქალაქეები.

„ეს პროტესტი ვერ და არ შეწყდება, ამაზე პასუხს აგებს ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს არის ხალხზე აღმართული ხელი.

ალბათ, რუსეთიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ტყუილად კი არ დაგსვით ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, პუტინს აჩვენებენ თავგახეთქილ ადამიანებს,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები