19 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
ისინი ოკუპანტის მხარეს დადგნენ, გავრილოვის მხარეს დადგნენ - ფიქრია ჩიხრაძე"ქართულ ოცნებაზე"

ეს ნიშნავს, რომ ისინი ოკუპანტის მხარეს დადგნენ, გავრილოვის მხარეს დადგნენ - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები შეაფასა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობა იმის გამო, რაც რუსთაველის გამზირზე განვითარდა, პასუხს მოსთხოვს. 

მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი, თავადაც აქციაზე  იმყოფება. 

„ამ ყველაფერს აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა ძალამ, ნაცვლად იმისა, რომ დაშვებულ შეცდომაზე ეგრძნო პასუხისმგებლობა და საზოგადოებისთვის,  თავისი ხალხისთვის აეხსნა ეს ყველაფერი, მათ აირჩიეს რომ ამოფარებოდნენ რეზინის ტყვიებს, მხუთავ გაზებს და იმის მეშვეობით ელაპარაკათ საკუთარ ხალხთან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ოკუპანტის მხარეს დადგნენ, გავრილოვის მხარეს დადგნენ დღეს და ქართული საზოგადოება არის სხვა მხარეს. და ეს საზოგადოება უკვე სხვანაირად მოსთხოვს მათ ამის გამო პასუხს“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

დღის ამბები