22 სექტემბერი 2019,   06:40
ვრცლად
ფაქტობრივად, ეროვნული დაუმორჩილებლობაა სახეზე - გია ბარამიძე

ფაქტობრივად, ეროვნული დაუმორჩილებლობაა სახეზე - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.

მისი თქმით, აქცია არ დაიშლება, რადგან ეს არა პარტიული აქცია, არამედ თავმოყვარე და განრისხებული ხალხის აქციაა. 

"მე ვაპირებ ვიყო ხალხთან ერთად, ეს არ არის პარტიული აქცია. მიხარია,რომ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც არც პარტია აინტერესებთ. ეს არიან ჩვეულებრივი თავმოყვარე ხალხი, განრისხებული.

ჩვენ პოლიტიკოსებს რაც შეგვეხება ჩვენიო ამოცანა ნათელია,ისედაც გარკვეულია, რომ, ივანიშვილმა ყველაფერი დაამთავრა, დაიმთავრა, ნიღაბიც ჩამოიხადა, პუტინის კაცი დაგვისვა რუსული დროშით პარლამენტში.

არაადეკვატურად იქცევიან, რა უნდათ ამ ახალგაზრდებთან ახლა? ფაქტობრივად ეროვნული დაუმორჩილებლობაა სახეზე. ოთხის ნახევარია და ხალხი არ იშლება,"-აცხადებს გია ბარამიძე. 

დღის ამბები