25 აპრილი 2024,   01:18
ვრცლად
მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა - შსს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე 

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება მასობრივი არეულობის მოწყობასა და პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე საუბრობს. 

ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. "შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს მოახდენს რეაგირებას,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები