მასობრივი დაკავებები - პოლიციამ მოქალაქეებს ხელები ხამუტებით შეუკრა. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები აკავებენ. დაკავებები რამდენიმე საათია მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია დაკავებული. ისინი სამართალდამცველებს სხვადასხვა მიმართულებით გადაჰყავთ.
თუმცა ძალოვანი უწყება ოფიციალურ ინფორმაციას დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ჯერჯეორბით არ ავრცელებს.
გრძელდება ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებაც. დაშავებულია ათობით ადამიანი.