24 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
"საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენება მიუღებელია" - პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-თავმჯდომარე

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-თავმჯდომარე ეხმაურება.

მავ გორჟატა გოშიევსკა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას პოლიციის გაყვანისა და აქციის მონაწილეებთან დიალოგისკენ მოუწოდებს 

"შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ვფიქრობ, რომ ქართველი ერის გაღიზიანება რუსი პოლიტიკოსის მოწვევით დასაბუთებულია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

მოსახლეობას აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოთქვას საკუთარი აზრი, ეს დემოკრატიის ძირითადი პრინციპია. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენება მიუღებელია და ეს უნდა დამთავრდეს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიციის გაყვანისკენ და მომიტინგეებთან დიალოგის დაწყებას" - წერია მავგორჟატა გოშიევსკას მიერ გავრცელებულ წერილში. 

დღის ამბები