19 აგვისტო 2019,   02:32
ვრცლად
"იმედი მაქვს, ქართველი ერი მიაღწევს საწადელს, რომ გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები" - მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე იმედოვნებს, რომ ქართველი ერი მიაღწევს საწადელს და დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ რუსეთი მართლმადიდებლობის სახელით მანიპულირებს და ფარისევლობს.

მეუფე პეტრე თვლის, რომ საკითხი სინოდის სხდომამ უნდა განიხილოს, მისი თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოს პატრიარქი "ახლა მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე", გააკეთებს განცხადებას და მოიწვევს სინოდის სხდომასაც.

"გაგრძელებაა 90-იანი წლების სისხლისღვრისა, მაშინ როდესაც კანონიერი ხელისუფლება იარაღით დაამხეს და ფაქტიურად კაცთმოძულე მემკვიდრეობა ერგო საქართველოს ხელისუფლების სახით, დღეს ჩვენ ვხედავთ კაცთმოძულეობას. დღევანდელი დღის ფასად ღვთის დაშვებით დაგვანახა, რომ 2012 წლიდან საქართველოს კაცთმოძულე ხელისუფლება ერგო.

ხელისუფლება, რომელიც საუბრობდა, რომ მისი მთავარი ღირებულებაა ადამიანი დავინახეთ, როგორ ექცეოდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ხვალინდელი დღის ხერხემალი.

დამპყრობლის გარდა არავინ იზამდა,. ძალიან ვწუხვართ და ვფიქრობთ,რომ ისევე როგორც 9 აპრილის მსხვერპლი გახდა საკმარისი საქართველოს მოეპოვებინა დამოუკიდებლობა, ისე როგორც 7 ნოემბერი და 26 მაისი გახდა ხელისუფლების გასტუმრებისა, ისე დღევანდელი დღე იქნება ახალი დემოკრატიული რეალობისა.

იმედი მაქვს, ქართველი ერი მიაღწევს საწადელს,რომ გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები და ქართველმა ერმა თავის ღირებულებების მიხედვით აირჩიოს კოალიციური ძალა, რომელიც გააგრძელებს დემოკრატიული თავისუფალი საქართველოს მშენებლობას,"-განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები