24 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ თავში მოქალაქეებს - გრიგოლ ვაშაძე

გადასცდა აბსოლუტურად ყველა საკანონმდებლო და მორალურ ნორმებს, იმიტომ, რომ პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ თავში მოქალაქეებს - ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, მიზანმიმართულად დაასახიჩრეს ადამიანები და კლინიკებში ასობით ადამიანი არის მოხვედრილი მძიმე დაზიანებებით.

გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის კვლავ დაბრუნდება და აქციის მონაწილეებთან ერთად გააგრძელებს პროტესტს.  

ვაშაძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზის გამოყენებამდე აქციის მონაწილეებია არ გაუფრთხილებია. 

ვაშაძის თქმით, აუცილებლად უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მთავრობის სრული შემადგენლობა. 

დღის ამბები