25 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
ჩემი 6 ქისტი ბიჭი დააკავეს, მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს - მაჩალიკაშვილი 

პირდაპირ დამიზნებით მესროლეს თავში იმ ტკივილის გასახსენებლად, რომ თემირლანი პირდაპირ თავში დამიზნებით არის მოკლული - ეს განცხადება, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, "რუსთავი2"-ის ეთერში გააკეთა. 

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე "6 ქისტი ბიჭი დააკავეს" . მისი თქმით, დაკავება აქციიდან 200 მეტრის მოშორებით, გალერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

მაჩალიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მისი პროვოცირება სცადეს, რადგან იფიქრეს, რომ ის მისი მხარდამჭერების დაკავებისას, სამართალდამცველებთან ჩხუბს დაიწყებდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები