24 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
დევნის ოპერაცია რუსთაველზე - სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ

რუსთაველზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

ამ ტერიტორიაზე აქციის ის მონაწილეები იმყოფებოდნენ, რომლებიც მხუთავ აირსა და რეზინის ტყვიებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცნენ.

დევნის ოპერაცია გრძელდება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე. პოლიცია აქციის მონაწილეებს ქიაჩელისა და კოსტავას ქუჩებზე ეძებენ. პოლიციამ რუსთაველზე ათეულობით მოქალაქე დააკავეს. 

დღის ამბები