25 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
აუცილებელია სისტემა შეიცვალოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნებით - ქადაგიძე

აუცილებელია, ეს სისტემა შეიცვალოს და უნდა შეიცვალოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნებით - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. 

მისი თქმით, არსებული ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ღირსეულ ცხოვრებას, ღირსეული განათლების მიღებას, სიღარიბის დაძლევას.

„ცალსახაა ერთი საკითხი ეს პოლიტიკური სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც განათლებას, ვერც ღირსეულ პენსიას, ამიტომ აუცილებელია ეს პოლიტიკური სისტემა შეიცვალოს. ეს პოლიტიკური სისტემა უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად და პროპორციული არჩევნების გზით. მოვიდა დრო საქართველო გადავიდეს ღირსეულ, დასავლურ რელსებზე, ჩვენ უნდა ვუთხრათ არა პოსტსაბჭოთა სივრცეს,“-აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

დღის ამბები