08 დეკემბერი 2019,   22:26
ვრცლად
არ გვინდა რუსეთი, არ გაუვა მთავრობას რუსეთთან კეკლუცი - თამაზ ახობაძე

არ გვინდა რუსეთი, არ გაუვა ამ მთავრობას, არცერთ მთავრობას არ გაუვა საქართველოში რუსეთთან კეკლუცი - ამის შესახებ თამაზ ახობაძემ „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ახობაძე, რომელმაც რომელმაც უკანონო გათავისუფლების გამო თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

თამაზ ახობაძის თქმით, საქართველოს რუსეთი არ უნდა, რადგან ქართველი ერი არის თავისუფალი.

„ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, გიყვარს თავისუფლება, ვიმსახურებთ თავისუფლება და ვიქნებით თავისუფლები“ - განაცხადა ახობაძემ.

დღის ამბები