25 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
„დამნაშავეები თავზე გვასხედან და საამაყო ქართველები კი ახლა ციხეში სხედან“ - ლაშა ბუღაძე

„დამნაშავეები თავზე გვასხედან და საამაყო ქართველები კი ახლა ციხეში სხედან“ - ეს განცხადება, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მწერალმა, ლაშა ბუღაძემ გააკეთა.

მწერალი შს მინისტრის გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გახარიასთან ერთად, მთელი მთავრობა უნდა შეიცვალოს.

„დანაშაულებრივი ბრძანების გამცემი, რომელიც დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს და დაასახიჩრა და დააბრმავა ხალხი. გახარია უნდა გადადგეს ეს ერთი, უნდა მიყვეს ამას ეს სათამაშო თოჯინური მთავრობა, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს და შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის და უნდა მივაღწიოთ ახალ, დემოკრატიული საქართველოსთვის შესაბამის კონსტიტუციას, პროპორციულ არჩევნებს, თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს“ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ამ წუთებში, პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. ათასობით  შეკრებილები მოქალაქე გუშინ განვითარებულ მოვლენებს და რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა აპროტესტებს. 

 

 

 

 

დღის ამბები